მსახიობმა ჯულია რობერტსმა 90-იანი წლების იმიჯი ხელახლა შექმნა. კინოვარსკვლავი სტივენ კოლბერტთან ერთად გადაცემაში The Late Show, ელეგანტურ შარვალ-კოსტიუმსა და ჰალსტუხში გამოჩნდა.
ცნობილი მსახიობი შოუში მუქი ნაცრისფერი საქმიანი კოსტიუმით გამოვიდა, რომელიც 1990 წლის „ოქროს გლობუსის“ დაჯილდოებაზე მის ცნობილ „ჯორჯ არმანის“ ლუქს მოგაგონებდათ.
57 წლის მსახიობი, როგორც ყოველთვის, ელეგანტურად გამოიყურებოდა, Salon 1884-ის ქურთუკსა და ფართო შარვალში. ლუქს ვინტაჟური ბროშების ორიგინალური კოლექციით მორთული ჰალსტუხი ავსებდა. მრავალრიცხოვან სამკაულებს შორის იყო „ჯოან რივერსის“ ბროში, Moschino-ს ქინძისთავები და „კენეტ ჯეი ლეინის“ ჩიტის ფორმის ბროში.
ჯულია რობერტსის ლუქზე სტილისტმა ელიზაბეტ სტიუარტმა იმუშავა. მსახიობმა თავისი იერი შავი ჩარჩოიანი სათვალითა და ოქროსფერი რგოლური საყურეებით დაასრულა.
რობერტსმა თავისი საკულტო კულულები მოხდენილი ვარცხნილობით შეცვალა.
„ლამაზმანი მონალიზას ღიმილით“ – 57 წლის ჯულია რობერტსის უახლესი ფოტოები
წითურთმიანი ლამაზმანის გარდასახვა – 57 წლის ჯულია რობერტსი ახალ ფილმში მონაწილეობს – პირველი კადრები






