ინსბურგის სამედიცინო უნივერსიტეტის რადიოლოგიის ცენტრის უფროსი ექიმი, ირმა კვიცარიძე დღეს საქართველოში დაფიქსირებულ ე.წ ინდური შტამის შემთხვევას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.
“პანიკის გარეშე! ინდური შტამი რომ დაფიქსირდა ცუდია, მაგრამ ჩვეული ისტერია იმუნიტეტს აქვეითებს! ყველაფერი იქნება კარგად! ნიღაბი, ჰიგიენა, დისტანცია!”,-წერს კვიცარიძე.
რა სიმპტომები ახასიათებს ე.წ ინდურ შტამს – ინფექციონისტ მაია ბუწაშვილის განმარტება
ცნობისთვის, დღეს საქართველოში კორონავირუსის ე.წ ინდური შტამის 5 შემთხვევა დადასტურდა. ინფიცირებული ხუთი პირიდან 2 საქართველოს მოქალაქეა. ამირან გამყრელიძის თქმით, საქართველოს მოქალაქეების კონტაქტები გამოკვლეულია და იზოლირებული არიან.