კორონავირუსის ინდური შტამით საქართველოს 2 მოქალაქეა დაინფიცირებული. ამის შესახებ ამირან გამყრელიძემ დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.
მისი განმარტებით, კორონავირუსის ე.წ. ინდური შტამით ინფიცირებული ხუთი პირიდან 2 საქართველოს მოქალაქეა. გამყრელიძის თქმით, საქართველოს მოქალაქეების კონტაქტები გამოკვლეულია და იზოლირებული არიან.
“5 ადამიანიდან 2 საქართველოს მოქალაქეა. ხუთივეს აქვს უცხოეთის ქვეყნებში მოგზაურობის ისტორია. ისინი საქართველოში მაისის შუა რიცხვებში შემოვიდნენ. სამივე უცხოელმა ქვეყანა უკვე დატოვა, ხოლო საქართველოს 2 მოქალაქე იზოლირებულია და მათი მკურნალობა ბინაზე მიმდინარეობს. გამოკვლეულია მათი კონტაქტებიც”,-განაცხადა გამყრელიძემ.
დაავადებათა კონრტოლის ცენტრის ცნობით, ეპიდკვლევების მონაცემებით მათი კლინიკური მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.