რადიო „ფორტუნას“ და თათა სადრაძის გადაცემას „არტFM“ კომპანია „რამი ფორცას“ დამფუძნებელი, ჩელისტი ლიზი რამიშვილი ესტუმრა, რომელმაც საერთაშორისო კამერული მუსიკის საღამოზე ისაუბრა.
6 მაისს, 20:00 საათზე, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის დიდ საკონცერტო დარბაზში გაიმართება გამორჩეული კონცერტი, საერთაშორისო კამერული მუსიკის საღამო — „Unseen Harmony”, რომელიც გააერთიანებს ქართველ და საერთაშორისო მუსიკოსებს.
პროგრამა გამოირჩევა განსაკუთრებული ფორმატითა და იშვიათად შესრულებადი რეპერტუარით, რომელიც ქართულ სცენაზე ნაკლებად გვხვდება და მსმენელს სთავაზობს ახალ მუსიკალურ გამოცდილებას.
კონცერტამდე სტუმრებს ელოდებათ ქართველი მხატვრების ნამუშევრების გამოფენა, რაც კიდევ უფრო გაამდიდრებს საღამოს და მუსიკასა და ვიზუალურ ხელოვნებას ერთ სივრცეში გააერთიანებს.

