LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

62 წლის დემი მურმა 30 წლის წინ შემდეგ, ცნობილი ფილმის „სტრიპტიზის“ იმიჯი გააცოცხლა

107
დემი მური

დემი მურმა თავისი ცნობილი იმიჯი გააცოცხლა ფილმიდან „სტრიპტიზი“, რომელიც ეკრანებზე თითქმის 30 წლის წინ გამოვიდა.

62 წლის მსახიობმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა ფოტო, სადაც ის წინამოთია წარმოდგენილი. მან განმარტა, რომ ფილმის გამოსვლის შემდეგ ეს პირველი შემთხვევა იყო, როდესაც მან იგივე ვარცხნილობა გაიკეთა, რაც მისმა პერსონაჟმა, სტრიპტიზიორმა ერინ გრანმა. „სტრიპტიზის შემდეგ პირველად დავიბრუნე წინამო“, – დაწერა მან.

ფილმი „სტრიპტიზი“ ეკრანებზე 1996 წელს გამოვიდა და მოგვითხრობს ქალის ისტორიას, რომელიც განქორწინების შემდეგ სტრიპტიზ-ბარში იწყებს მუშაობას. ფილმმა მკაცრი კრიტიკა დაიმსახურა და ექვსი „ოქროს ჟოლოს“ ჯილდო მოიპოვა, მათ შორის „ყველაზე ცუდი მსახიობი ქალის“ ჯილდო დემი მურს მიანიჭეს.

კინოსურათმა „სტრიპტიზი“ მსახიობი 90-იანი წლების წამყვან ვარსკვლავად აქცია, წელს კი დემი მურმა პირველი ოსკარის ნომინაცია მიიღო ფილმში „სუბსტანსია“.

ფოტო/ვიდეო: „როცა ასაკი საბოლოოდ დაამარცხე“ – 62 წლის დემი მურის გასაოცარი გამოჩენა

კაბა-ქუდი – 62 წლის დემი მურის ექსტრავაგანტური გამოჩენა Met Gala-ზე

ფოტო/ვიდეო: როდესაც სისადავით საკუთარ თავსაც აჯობე – 62 წლის დემი მურის ბრწყინვალება TIME-ის გალა-კონცერტზე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები