LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

62 წლის ჯონი დეპი „ოსტატი და მარგარიტას“ ეკრანიზაციაში მთავარ როლს შეასრულებს

138
Untitled design (6)

ჯონი დეპი, რომლის სახელიც უკვე ათწლეულებია კინემატოგრაფიის განუყოფელ ნაწილად იქცა, კიდევ ერთხელ ბრუნდება დიდი პროექტით.

Variety-ის ინფორმაციით, 62 წლის მსახიობი მიხეილ ბულგაკოვის რომანის, „ოსტატი და მარგარიტა“ პირველ, სრულად ინგლისურენოვან ეკრანიზაციაში მთავარს როლს შეასრულებს.

რომელ პერსონაჟს განასახიერებს ჯონი, ჯერ უცნობია, თუმცა თავად სიახლემ უკვე დიდი აჟიოტაჟი გაამოიწვია, როგორც კინოწარმოების სამყაროში, ასევე ლიტერატურული კლასიკის მოყვარულებში.

პროექტი საჯაროდ წარადგინეს Red Sea Film Festival-ზე, სადაც დეპი მოულოდნელად გამოჩნდა. მასთან ერთად პროექტზე მუშაობენ სვეტლანა მიგუნოვა-დალი და გრეის ლო. რეჟისორის ვინაობა ამ ეტაპზე უცნობია, გადაღებების დაწყება 2026 წლის ბოლოს იგეგმება.

„ოსტატი და მარგარიტა“, ეს გახლავთ რომანი, რომელსაც ხშირად „ეკრანიზაციისთვის შეუძლებელს“ უწოდებენ. და თუ გავითვალისწინებთ დეპის გარდასახვის უნარს, მრავალმხრივ გამოცდილებასა და ახალი ცხოვრების დაწყების სურვილს, წინ საოცარი სანახაობა გველოდება.

ვიდეო: ყველაზე ძვირადღირებული რეკლამა მამაკაცის სუნამოების ისტორიაში – ჯონი დეპი „დიორის“ ახალ რეკლამაში

„ის მე დანსაც ჩამარტყამდა“ – ჯონი დეპი ემბერ ჰარდზე ღიად ალაპარაკდა

მორიგი გარდასახვა – ჯონი დეპის ცნობა ახალ ფოტოში შეუძლებელია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები