LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

62 წლის მარნეულელი ქალი, რომლის მდგომარეობაც კრიტიკული იყო, შესაძლოა, კლინიკიდან გაწერონ

138
63c483610d2c90598277948895d58fd1

მარნეულიდან პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში შეყვანილი 62 წლის პაციენტი, რომლის მდგომარეობაც კრიტიკული იყო, გაუმჯობესდა. ის აპარატიდან მოხსნეს. ამის შესახებ კლინიკის ხელმძღვანელმა, ლევან რატიანმა „ტვპირველის“ ეთერში განაცხადა.

„ის იმყოფება ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში, დღეს განმეორებით ავიღეთ ანალიზი და თუ მივიღეთ დადებითი პასუხი, ამ დღეებში მას გავწერთ“, – განაცხადა ლევან რატიანმა.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 170-მდე გაიზარდა. გამოჯანმრთელებულია 36, ხოლო გარდაცვლილია 2 ადამიანი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g