ჰოლივუდის ვარსკვლავი, შონ პენი ცოტა ხნის წინ პაპარაცებმა შეყვარებულთან, ვალერია ნიკოვთან სეირნობისას დააფიქსირეს. წყვილმა მედიისა და საზოგადოებრივი ინტერესის დიდი ტალღა გამოიწვია, განსაკუთრებით მათ შორის არსებული ასაკობრივი სხვაობის გამო.
64 წლის მსახიობსა და მის რჩეულს შორის ასაკობრივი სხვაობა 34 წელს შეადგენს, ვალერია 30 წლისაა. მიუხედავად ამისა, წყვილი თავისუფლად და თავდაჯერებულად გამოიყურებოდა.
ცნობისთვის, ვალერია ნიკოვი მოლდოვაშია დაბადებული. ის მსახიობი და მოდელია, ამჟამად აშშ-ში ცხოვრობს და აქტიურად ცდილობს კარიერის განვითარებას კინოსა და მოდის ინდუსტრიაში. წყვილი ერთმანეთს ორი წელზეა მეტია ხვდება.


