პოპის დედოფლის მსოფლიო ტურნე Celebration Tour გრძელდება. 65 წლის მადონა გასულ კვირებში ბარსელონასა და ლისაბონს ეწვია და მორიგი ტრიუმფალური პერფორმანსით წარდგა საზოგადოების წინაშე. ახლა კი არტისტი პარიზში იმყოფება, მას თან შვილები ახლავს.
ახლახან გავრცელებულ ფოტოებში მადონა პარიზის სასტუმროდან გამოსვლის მომენტში გადაიღეს. ამ დღეს მომღერალს შავ ფერებში გადაწყვეტილი ტანისამოსი ეცვა.
სულ ცოტა ხნის წინ მადონამ „ინსტაგრამ“ გამომწერებს შთამბეჭდავი ფოტოების სერია გაუზიარა, სადაც, როგორც ყოველთვის „ინსტაგრამ ფილტრითაა“ წარმოდგენილი.
„დიდი მადლობა გურამ“ – მადონა გურამ გვასალიასთან გადაღებულ ფოტოს ავრცელებს