LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„დიდი მადლობა გურამ“ – მადონა გურამ გვასალიასთან გადაღებულ ფოტოს ავრცელებს

259
page

პოპის დედოფალი მადონა სადღესასწაულო ტურნეთი The Celebration Tour დაბრუნდა. პირველი კონცერტი ლონდონის არენაზე გაიმართა, რომელმაც სრული ანშლაგით ჩაიარა. ეს იყო მრავალფეროვანი კოსტიუმებითა და საცეკვაო ნომრებით დატვირთული საღამო. განსაკუთრებული ყურადღება დაიმსახურა მადონას ყელსაბამმა.

ფოტო/ვიდეო: „საღამო, რომელსაც ვერასდროს დავივიწყებ“ – მადონამ The Celebration Tour-ი გრანდიოზული შოუთი გახსნა

რამდენიმე საათის წინ არტისტმა „ინსტაგრამ სთორიში“ გურამ გვასალიასთან ერთობლივი ფოტო გაავრცელა  და მადლობა გადაუხადა მას ექსკლუზიურად მისთვის შექმნილი „სვაროვსკის“ თვლებით გაფორმებული ყელსაბამისთვის.

ტურნეს გახსნიდან შთამბეჭდავი ფოტო/ვიდეო მასალა გურამ გვასალიამაც გაავრცელა.

„გილოცავთ ფანტასტიკური ტურნეს გახსნას, დიდი მადლობა ნდობისთვის. თქვენთან ასეთი მჭიდრო თანამშრომლობა ფენომენალური გამოცდილება იყო, რომელსაც მე სამუდამოდ გავუფრთხილდები“, – წერს დიზაინერი.

„სამწუხაროა, რომ არ მომიწვიეს ჩვენებაზე“ – დემნა გვასალიას ძმა Balenciaga-ს ჩვენებაზე არ მიიწვიეს

 

View this post on Instagram

 

A post shared by GURAM GVASALIA (@gvasalia)

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები