LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

680 ძალის მქონე ელექტრონული „Cupra” ტრეკზე პირველად გამოიყვანეს

47

680 ძალის მქონე ელექტრონული „Cupra” ტრეკზე პირველად გამოიყვანეს. ბრენდი Cupra, რომელიც ესპანურ Seat-ს ეკუთვნის, უკვე დიდი ხანია რაც რბოლისთვის ემზადება და როგორც იქნა, ეს მომენტიც დადგა. ელექტროქარი e-Racer-ის დებიუტი ხორვატიაში, ზაგრებში შედგა. მოდელი 4 ელექტრო ძრავითაა აღჭურვილი და მას 408 ცხენის ძალის განვითარება შეუძლია, თუმცა სპეციალური აჩქარების დამსახურებით მისი ძალა შესაძლოა 680-მდეც გაიზარდოს. 0-დან 100 კმ-ს ასაკრეფად სარბოლო Cupra-ს სულ რაღაც 3,2 წამი სჭირდება, მისი მაქსიმალური სიჩქარე კი 270 კმ/სთ-ია. საინტერესოა, რომ ჰეტჩბეკის სპეციფიკა ავტომობილს საშუალებას აძლევს, რომ სარბოლო სერია E-TCR-ში მიიღოს მონაწილეობა.

შეგახსენებთ, რომ E-TCR ელექტრომობილების ჩემპიონატს გულისხმობს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები