სარეაბილიტაციო სამუშაოების სრულყოფილად დასრულების მიზნით, გმირთა მოედნისა და თამარაშვილის ქუჩის დამაკავშირებელი გზის მონაკვეთი(გმირთა მოედნიდან ჭავჭავაძისა და ხილიანის ქუჩების დამაკავშირებელ ხიდამდე) 2 დღით დაიკეტება. ამის შესახებ Autoradio.ge-ს თბილისის მერიიდან აცნობეს.
მათივე ინფორმაციით მიმდინარე წლის 7 და 8 ნოემბერს მზიურის მიმდებარე ტერიტორიაზე სრულყოფილად დასრულდება საგზაო სამუშაოები და დაიგება ასფალტის საფარის ზედა ფენა.
საავტომობილო მოძრაობა აღდგება ორშაბათს, 9 ნოემბერს დილის 8 საათიდან.