LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

7 ფაქტი რეალური სექსის შესახებ ”სანტიაგო ბერნაბეუზე” (ვიდეო)

110

მადრიდის ”რეალმა” ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ბოლო შეხვედრაში შინ შვედური ”მალმიო” გაანადგურა – 8:0.
გიჟური ციფრები, რომლებიც ”რეალის” გულშემატკივრებს ნირვანაში ჩააგდებს.

მხოლოდ ორ გუნდს გაუტანია ჩემპიონთა ლიგის ერთ მატჩში 8 გოლი. ორივე ამ გუნდს რაფაელ ბენიტესი ედგა სათავეში: ”რეალი” (2015) და ”ლივერპული” (2007).

ბენზემა გახდა პირველი ფრანგი, რომელმაც ორჯერ შეასრულა ჰეთ-თრიკი ჩემპიონთა ლიგაში.

რონალდომ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის რეკორდი დაამყარა – 11 გოლი გაიტანა.

რონალდოს პოკერისთვის 19 წუთი ეყო.

”რეალს” მხოლოდ ერთი გოლი არ ეყო, რომ ევროთასებზე ყველაზე დიდი გამარჯვება გაემეორებინა (9:0 ”ოდენსეს” წინააღმდეგ 1961 წელს).

ეს იყო პირველი მატჩი ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში, როდესაც ორმა ფეხბურთელმა ერთ მატჩში ჰეთ-თრიკი შეასრულა.

”რეალმა” 7 გოლზე მეტი ჩემპიონთა ლიგის ერთ მატჩში 1990 წლის შემდეგ პირველად გაიტანა.

 

 

 

https://www.youtube.com/watch?v=LNWDtS0aPN8

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g