LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

7 თვის ორსული სიარა Harper’s Bazaar-ის ფოტოსესიაში გაშიშვლდა

22

7 თვის ორსულმა სიარამ Harper’s Bazaar-ის ფოტოსესიისთვის იპოზიორა. 31 წლის მომღერალი, რომელთან ერთადაც მისი 2 წლის ვაჟიშვილიც ჩანს, გამოცემის რამდენიმე კადრისთვის მთლიანად გაშიშვლდა. მუსიკოსმა ჟურნალს ინტერვიუც მისცა და პირად ცხოვრებასა და კარიერაზეც ისაუბრა: „ჩემი ახლანდელი ცხოვრება ძალიან მომწონს. მალე მეორე შვილის დედა გავხდები, რაც ნიშნავს, რომ მუდმივად აქტივობაში უნდა ვიყო“.

მნიშვნელოვანი მოვლენის პარალელურად, სიარა რიგით მეშვიდე ალბომის გამოსაცემადაც ემზადება. „ერთადერთი, რაზეც ცხოვრებაში ვოცნებობ ის არის, რომ მომღერლის კარიერის პარალელურად, მთელი სამყარო ავაცეკვო. ეს არის ჩემი მიზანი და მას აუცილებლად მოვიყვან სისრულეში“, – აცხადებს მომღერალი. ფოტოები

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები