LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

70 მლნ ევრო საქართველოში სარწყავი სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობის პროგრამისთვის

148
New Project (1)

საფრანგეთის განვითარების სააგენტოსა და საქართველოს შორის ხელი მოეწერა „საქართველოში სარწყავი სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ საკრედიტო რესურსის ჩარჩო შეთანხმებას, რომელიც 70 მლნ ევროს ოდენობის ფინანსური რესურსის გამოყოფას ითვალისწინებს.

დოკუმენტს ხელი მოაწერეს საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა, საქართველოში საფრანგეთის ელჩმა შერაზ გასრიმ, საფრანგეთის განვითარების სააგენტოს (AFD) სამხრეთ კავკასიის რეგიონული ოფისის ხელმძღვანელმა ფანი დელფიმ.

70 მლნ ევროდან ინფრასტრუქტურის კომპონენტისთვის გამოყოფილია 35 მლნ ევრო და ითვალისწინებს:

  • ზემო სამგორის ირიგაციის არხის მოდერნიზებას;
  • ხარისხიანი სოფლის მეურნეობის პროდუქციის რესურსის კუთხით ეფექტიანი წარმოების გაზრდას;
  • ადგილობრივი მოსახლეობისათვის სურსათის ხელმისაწვდომობისა და რეგიონულ ბაზრებზე ქართული პროდუქტის კონკურენტუნარიანობის ზრდას;
  • კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული გამოწვევების საპასუხოდ მდგრადი ირიგაციის სისტემის დანერგვას.

35 მლნ ევრო კი გათვალისწინებულია ბიუჯეტის მხარდამჭერი პროგრამისთვის, რომელიც მოიცავს:

  • საირიგაციო რესურსების მდგრადი და ინკლუზიური მართვისთვის სახელმწიფო პოლიტიკის მხარდაჭერას;
  • პოლიტიკისა და ინსტიტუციური ჩარჩოს გაძლიერებას სოფლის მეურნეობასა და წყლის მენეჯმენტში კლიმატგონივრული პრაქტიკის ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად;
  • შპს საქართველოს მელიორაციის მმართველობისა და რისკების მართვის გაუმჯობესებას.

პროგრამის განმახორციელებელია საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო შპს საქართველოს მელიორაციასთან ერთად.

 

magti 5g