კანის კინოფესტივალზე ვარსკვლავთცვენა გრძელდება. ამჯერად,ფოტოგრაფების წინაშე 70 წლის ჰელენ მირენმა იპოზიორა, თუმცა მისი წითელ ხალიჩაზე გამოჩენა უსიამოვნო შემთხვევით დასრულდა: მსახიობი მოულოდნელად დაეცა.
მის დასახმარებლად მალევე მივიდნენ ფესტივალის ორგანიზატორები და სტუმრები, თუმცა მირენს, რომელიც ასაკის მიუხედავად არაჩვეულებრივ ფორმაშია, დაზიანებები არ მიუღია.