LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

7006 ავტოსატრანსპორტო საშუალებიდან ტექნიკური შემოწმება 1592-მა ვერ გაიარა

30

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, 7006 ავტოსატრანსპორტო საშუალებიდან ტექნიკური შემოწმება 1592-მა ვერ გაიარა.

უწყების ინფორმაციით, ძირითადი დარღვევები იყო ავტომობილების სამუხრუჭე სისტემაზე, გამონაბოლქვზე, ფარების გაუმართაობაზე, საბურავებსა და საჭის მართვის მექანიზმზე.

შეგახსენებთ, რომ 2018 წლის 1 იანვრიდან  ტექდათვალიერება უნდა გაევლო სამგზავრო (8 ადგილის ზემოთ) და სატვირთო (3,5 ტ. ზემოთ) ავტომობილებს.

2018 წლის 1 ივლისიდან კი ინსპექტირებას გაივლიან სახელმწიფო უწყებებისა და იურიდიული პირების კუთვნილი ავტომანქანები. 2018 წლის 1 ოქტომბრიდან ტექდათვალიერება სავალდებულო გახდება მსუბუქი ავტომობილებისთვის, რომელთა ძრავის მოცულობა სამი ათას კუბური სანტიმეტრია ან აჭარბებს მას.

2019 წლიდან კი ტექნიკურ შემოწმებას ყველა ავტომობილი დაექვემდებარება.

მსუბუქი ავტომობილების ტექნიკური ინსპექტირება 60 ლარს შეადგენს, ხოლო სატვირთო და სამგზავრო ავტომობილების – 100 ლარია.

თუ მძღოლი დარღვევის შემთხვევაში ერთთვიან ვადაში ხარვეზს არ გამოასწორებს, 50 ლარით დაჯარიმდება, იურიდიული პირისთვის კი ჯარიმა 200 ლარით განისაზღვრა. კომპანიასთან ერთად მძღოლი 50 ლარით დაჯარიმდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები