ამ დღეებში, ლონდონში ფილმის – The Thursday Murder Club პრემიერა შედგა. კინოსურათი რიჩარდ ოსმანის ამავე სახელწოდების 2020 წლის რომანს ეფუძნება და ის ,,ნეტფლიქსთან” თანამშრომლობით, კრის კოლუმბუსმა გადაიღო. სიუჟეტის მიხედვით, ფილმი ხანდაზმული მოყვარული დეტექტივების ჯგუფზე მოგვითხრობს, რომლებიც მკვლელობის გახსნას ცდილობენ.
The Thursday Murder Club ,,ნეტფლიქსზე” 28 აგვისტოს გამოჩნდება.

კინოსურათში მთავარ როლებს ჰელენ მირენი, ბენ კინგსლი, სელია იმრი და პირს ბროსნანი ასრულებენ. ეს უკანასკნელი საპრემიერო ჩვენებას 28 წლის ვაჟთან, დილანთან და 26 წლის შვილიშვილთან, იზაბელასთან ერთად დაესწრო. ბროსნანი ხუთი შვილის მამაა, რომელთაგან სამი ბიოლოგიური და ორი ნაშვილები ჰყავს.

აღსანიშნავია, რომ 72 წლის მსახიობმა წითელ ხალიჩაზე გამოჩენით საზოგადოებაზე შთაბეჭდილება უდავოდ მოახდინა. საკულტო ვარსკვლავმა საღამოსთვის მამაკაცის იტალიური პრემიუმ ბრენდის – ,,ბრიონი” სრულად ყავისფერი ლუქი მოირგო.
