LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

73 წლის ფეხბურთელი გინესის რეკორდსმენი გახდა (ფოტო)

175
meka

73 წლის ისრაელელი გინესის რეკორდების წიგნში შევიდა, როგორც ყველაზე ასაკოვანი ფეხბურთელი.

“ირონ იეჰუდას” მეკარე ისააკ ჰაიიკი რეკორდსმენი გახდა პროფესიულ ფეხბურთში ნათამაშები მატჩის გამო.

გოლკიპერმა შესაბამისი პრიზი ისრაელის ერთ-ერთი ქვედა დივიზიონის შეხვედრისას მიიღო (მაქაბი რამათ განთან 1:5).

მომდევნო კვირაში ჰაიიკს 74 წელი უსრულდება.

ისრაელელმა ურუგვაელი რობერტო კარმონის რეკორდი დაამხო, რომელიც 2015 წელს მოედანზე 53 წლის ასაკში  გავიდა.

 

 

ჰაიიკი ერაყში დაიბადა. მე-20 საუკუნის შუაში მისი ოჯახი ათასობით სხვა ერაყელ ებრაელთან ერთად ისრაელში გადაბარგდა.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები