ცნობილი ხდება, რომ მერაია ქერი და მისი ბოიფრენდი, ჯეიმს პაკერი ქორწინდებიან. წყვილი უკვე ოფიციალურად დაინიშნა და 47 წლის ბიზნესმენმა შეყვარებულს 7,5 მილიონ დოლარად შეფასებული ბეჭედი აჩუქა. ფოტოგრაფებმა წყვილი მაშინ გადაიღეს, როცა ისინი ნიუ-ორკში რეტორან Eleven Madison Park-დან გამოდიოდნენ, მერაიას ხელს უკვე ამშვენებდა ბეჭედი, რომლითაც მან ოფიციალურად დაუდასტურა ჟურნალისტებს გათხოვების ამბავი.
მერაია ქერის ელეგენტური შავი კაბა და კრისტიან ლაბუტინის ფეხსაცმელი ეცვა. ის უღიმოდა ჟურნალისტებს და საკმაოდ ბედნიერი ჩანდა.




