LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„75 წელი შემისრულდა და არ მაპატიებდა მსმენელი, ჩემი საღამო რომ არ გამეკეთებინა… სპეციალური სტუმარი ჩემი შვილი იქნება“ – ჯემალ სეფიაშვილი

999
jemal-sefiashvili-cisana-sefiashvili-2019-10-03_09-46-25_610660

რადიო „არ დაიდარდოს“ რუბრიკას „მხიარული დილა“ ჯემალ სეფიაშვილი სტუმრობდა, რომელმაც დაგეგმილ საიუბილეო საღამოზე ისაუბრა.

 ბატონო ჯემალ, მოგვიყევით თქვენს საიუბილეო საღამოზე, ვის ვიხილავთ სცენაზე?

ჩემი საიუბილეო ბენეფისი, „აღსარება“ 15 დეკემბერს, 20:00 საათზე „თბილისის საკონცერტო დარბაზში“ გაიმართება. ჩემი საიუბილეო საღამოს გაკეთება მინდოდა და რამდენიმე წელი იწერებოდა სხვადასხვა სცენარი, მაგრამ პანდემიის და სხვა მიზეზების გამო არ მოხერხდა.

წელს 75 წელი შემისრულდა და რასაკვირველია, არ მაპატიებდა მსმენელი, ახლა მაინც რომ არ გამეკეთებინა ჩემი საღამო.  სხვადასხვა საღამოების მომზადებისას იყო ხოლმე საუბრები, მე რატომ არ დამიძახე, მეც როგორ მინდოდაო, ამიტომ ასე გადავწყვიტე, რადგან ჩემი საიუბილეო წელია და ჩემი ბენეფისია, ვმღერი მე. საღამოს სპეციალური სტუმარი ჩემი შვილი იქნება. იქნება დიდი თეატრალიზებული სანახაობა 2 მოქმედებად. რატომ აღსარება? მინდოდა, რომ ჩემი სიმღერებით აქცენტები გამეკეთებინა ჩვენი ქვეყნის უახლესი ისტორიის რაღაც მოვლენებზე და ასევე მქონოდა საშუალება, რომ დარბაზში მყოფი მსმენელისთვის ჩემი ცხოვრების შესახებ მეამბო.

საღამოს დამდგმელი რეჟისორი თიკო კორძაძეა, მხატვარი – თამრიკო ფოცხიშვილი. ვიდეოებზე მიშა ივანიშვილი მუშაობს. სასწაულ განათებას გვპირდება სანდრო ბითაძე. მთავარი ორგანიზატორები დათო ოქიტაშვილი და „საქართველოს კულტურის პალატა“ გახლავთ. უამრავი სიურპრიზი გვექნება.

გადაცემის ჩანაწერი:

ჯემალ სეფიაშვილის ბენეფისი 15 დეკემბერს ფილარმონიაში გაიმართება

„იგეგმება ჩემი საღამო სახელწოდებით „აღსარება“… გადავწყვიტე, ჩემს ცხოვრებაზე ჩემი სიმღერებით გიამბოთ“ – ჯემალ სეფიაშვილი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები