77 წლის გოლდი ჰოუნი ბრწყინვალე ფორმაშია. ამას მოწმობს მისი ხშირი მოგზაურობები საყვარელ მამაკაცთან, კურტ რასელთან ერთად.
ამჯერად მსახიობი საზოგადოების ყურადღების ცენტრში მაშინ მოხვდა, როცა ის სავაჭრო ცენტრში Dj Casper-ის სიმღერაზე Cha Cha Slide ენერგიულად აცეკვდა. მას აღფრთოვანებული გულშემატკივრები შემოეხვივნენ და ფაქტობრივად გოლდის მონაწილეობით ფლეშმობი დაიდგა.
მოგვიანებით ჰოუნმა სახალისო ვიდეო „ინსტაგრამზე“ გაავრცელა.
„არ შემიძლია კარგი სიმღერის ფონზე ცეკვის გამოტოვება“, – წერს ჰოუნი.