საბერძნეთში ახალ ფილმს იღებენ, სადაც მთავარ როლს რობერტ დე ნირო ასრულებს, მას პარტნიორობას ჯეიმი ფოქსი უწევს. ჯერჯერობით ფილმის შესახებ ბევრი არაფერია ცნობილი, გადაღებები სალონიკში მიმდინარეობს.
ახლახან, 78 წლის ლეგენდარული მსახიობის, რობერტ დე ნიროს ფოტოები გავრცელდა. მას ჭრელი პერანგი ეცვა, ჰავაის სტილში, რომელსაც ვარსკვლავმა ხაკისფერი შარვალი და ჩუსტები შეუხამა. დე ნიროს საოცრად უხდებოდა გაზრდილი წვერი და სათვალე.