LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

78 წლის ბრიტანელმა ქალმა საკუთარი სიკვდილის შესახებ შეტყობინება მიიღო 

102
ქირიას NEWS შაბლონი (7)

დიდ ბრიტანეთში 78 წლის ჯინეტ ბაი შეცდომით გარდაცვლილად გამოაცხადეს. ქალმა კოლექტორული სააგენტოსგან წერილი მიიღო, სადაც ეწერა, რომ ის გარდაცვლილია და კომუნალური დავალიანება მის მემკვიდრეებზე გადადიოდა.

წერილი სააგენტომ კომპანია Southern Water-ის დავალებით გაგზავნა. დოკუმენტში აღნიშნული იყო, რომ ბაის წყლის მომსახურებისთვის 61 ფუნტის დავალიანება ჰქონდა, თუმცა რადგან „აღარ იყო ცოცხალი“, თანხის გადახდა მის ოჯახს მოუწევდა.

ქალის შვილები მომხდარით აღშფოთდნენ და Southern Water-ს დაუკავშირდნენ. მოგვიანებით გაირკვა, რომ კომპანიას ჯინეტ ბაი მისი გარდაცვლილი მეუღლის მონაცემებში აერია.

ოჯახის თქმით, ქალმა მეუღლის გარდაცვალება თავის დროზე ოფიციალურად დააფიქსირა და კომუნალურ გადასახადებსაც ყოველთვის დროულად იხდიდა.

„თავიდან ეგონა, რომ თაღლითობა იყო. თითქმის 80 წლის ადამიანისთვის ასეთმა წერილმა შეიძლება სერიოზული შოკი გამოიწვიოს“, – განაცხადა ქალის ვაჟმა.

ინციდენტის შემდეგ Southern Water-მა ბოდიში მოიხადა, დავალიანება სრულად გააუქმა და ქალს ბოლო თვის წყლის გადასახადიც დაუბრუნა კომპენსაციის სახით.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები