ლეგენდარული როკ-ჯგუფის, The Rolling Stones-ის შესახებ წიგნი გამოვიდა, სადაც სკანდალური ინფორმაციაა გაჟღერებული. წიგნში, The Stone Age: Sixty Years Of The Rolling Stones ნათქვამია, რომ მიკ ჯაგერსა და კიტ რიჩარდს სასიყვარულო ურთიერთობა აკავშირებდათ. მეტიც მონათხრობის მიხედვით, ჯაგერს ინტიმური კავშირი ჰქონდა მიკ ტეილორთანაც.
აღნიშნული ინფორმაციის შემდეგ, 79 წლის მიკი და 78 წლის კიტი პირველად გამოჩნდნენ ერთად. ისინი ნიუ-იორკში, ხმის ჩამწერი სტუდიიდან გამოდიოდნენ და საკმაოდ მოწყენილი სახეები ჰქონდათ.
ცნობისთვის, ლესლი ენის მიერ დაწერილ წიგნში ბენდის შექმნის ისტორია, მისი მიღწევები და ჯგუფის წევრების პირადი ცხოვრებაა მოთხრობილი.
ლეგენდები – The Rolling Stones-ის ახალი ტურნე Sixty დაიწყო
78 წლის მიკ ჯაგერმა ლივერპურში გამართულ კონცერტზე სცენაზე ცეცხლი დაანთო