LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

8 ახალი შემთხვევიდან 2-ის წყარო უცნობია – მარინა ეზუგბაია

125
aed01840-a8d4-4f2d-b58a-66e3d01dfa1d-640-2020-07-13-07-25-51-365620

რვა ახალი დადასტურებული შემთხვევიდან, ორის წყარო უცნობია და მიმდინარეობს კვლევა. ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განაცხადა.

მისი თქმით, სამი ახალი ინფიცირებული, უკვე დადასტურებულთან კონტაქტია, სამი – შემოტანილი, ანუ იმპორტირებული, მათგან ერთი სატვირთოს მძღოლია.

მარინა ეზუგბაიას თქმითვე, დღევანდელი მონაცემებით, კოვიდცენტრებში 146 პაციენტი მკურნალობს.

ბოლო 24 საათის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 8 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 10 გამოჯანმრთელდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g