LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

8 ახალი შემთხვევიდან 3-ის წყარო უცნობია – მარინა ეზუგბაია

128
ezugbaia-2-1

თბილისის ცენტრალური ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსის 8 ახალი შემთხვევიდან 3 პაციენტის ინფიცირების წყარო უცნობია.

მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირებული 4 კრიტიკულად მძიმე და 17 მძიმე პაციენტი მკურნალობს.

“დაგვემატა 8 ახალი შემთხვევა და ჯამში გახდა დადასტურებული 1455 შემთხვევა. ახალი 8 შემთხვევიდან 2 პაციენტის ინფიცირების წყარო არის კორონავირუსით ინფიცირებულთან კონტაქტი, 3 შემთხვევა იმპორტირებულია, სამივე სატვირთო ავტომანქანის მძღოლია, 3 ინფიცირებულის წყაროზე გრძელდება კვლევა კონტაქტების მოძიების და წყაროს დადგენის მიზნით.
გამოჯანმრთელებულების რიცხვი 6-ით გაიზარდა და გახდა 1196. გამოჯანმრთელებულების პროცენტული რაოდენობა კვლავ 82%-ია.

ამ ეტაპზე, კოვიდ ცენტრებში მკურნალობს 232 დადასტურებული შემთხვევა. აქედან, კრიტიკულად მძიმე და მძიმე პაციენტების რაოდენობა უცვლელია. კოვიდ ცენტრების რეანიმაციულ და ინტენსიურ განყოფილებებში მკურნალობს 4 კრიტიკულად მძიმე და 17 მძიმე პაციენტი“, – განაცხადა ეზუგბაიამ.

კორონავირუსის 8 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელებულთა რიცხვი 6-ით გაიზარდა

რაც შეეხება თბილისის ინფექციურ საავადმყოფოს, კლინიკაში ინფიცირებული 18 პაციენტი მკურნალობს. ერთი კრიტიკულად მძიმეა, ერთი კი მძიმე, თუმცა, მათი მდგომარეობა ბოლო სამი დღეა სტაბილურია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g