LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

8 დაღუპული და 57 დაშავებული ადამიანი – რუსმა ოკუპანტებმა ხერსონში სარაკეტო დარტყმა განახორციელეს

210
ხერსონი

8 დაღუპული და 57 დაშავებული ადამიანი – ასეთია რუსი ოკუპანტების სარაკეტო თავდასხმის შედეგი, რომელიც ხერსონში განხორციელდა. უკრაინული მედიის ინფორმაციით, დაშავებულთაგან 16 ადამიანის მდგომარეობა მძიმეა.

გავრცელებული ცნობით, თავდასხმა რუსულმა ძალებმა ქალაქზე დღეს დილით განახორციელეს.

მომხდარს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში გამოეხმაურა და ფაქტის ამსახველი კადრები გაავრცელა.

„სოციალური ქსელები ამ ფოტოებს ალბათ „მგრძნობიარე კონტენტად“ მონიშნავენ. თუმცა ეს „მგრძნობიარე კონტენტი“ უკრაინისა და უკრაინელების რეალური ცხოვრებაა. ტერორისტი ქვეყანა განაგრძობს მშვიდობიანი მოსახლეობის დაბომბვას, შაბათს, დილით, შობის წინა დღეს, ქალაქის ცენტრალურ ნაწილში. ეს სამხედრო ობიექტები არ არის, ომია წესების გარეშე. ეს ტერორია, მკვლელობა დაშინებისა და გართობის მიზნით“, – აღნიშნავს ზელენსკი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g