LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

8 დეკემბერს ეიფელის კოშკსა და ლუვრს ტურისტები ვერ მოინახულებენ

Afb

8 დეკემბერს პარიზში დაგეგმილი მასობრივი საპროტესტო აქციების გამო, ეიფელის კოშკი და ლუვრი ვიზიტორებისთვის დაიხურება. ასევე, ფეხბურთში საფრანგეთის ჩემპიონატის თამაში, რომელიც „პსჟ“ და „მონპელიეს“ შორის უნდა გამართულიყო, გაუქმდა.

შეგახსენებთ, რომ საწვავის ფასების ზრდამ საფრანგეთში მასობრივი საპროტესტო აქციები გამოიწვია. შაბათს საფრანგეთს პროტესტის მესამე ტალღამ გადაუარა, რომლის მონაწილეებმა საწვავის მოსალოდნელი გაძვირება გააპროტესტეს. პროტესტმა ყველაზე მასშტაბური ხასიათი საფრანგეთის დედაქალაქში მიიღო, სადაც აქციის მონაწილეებმა ავტომანქანები დაწვეს, მაღაზიის ვიტრინები ჩაამსხვრიეს და ტრიუმფალური თაღიც კი, სერიოზულად დააზიანეს.

დაკავებულია ასობით ადამიანი, ასზე მეტი კი, დაშავდა. ხელისუფლება ქვეყნის მასშტაბით საგანგებო მდგომარეობის შემოღებასაც გეგმავდა.

აღსანიშნავია, რომ საფრანგეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ გადაწყვეტილება მიიღო, 2019 წელს საწვავზე გადასახადების ზრდა საერთოდ გააუქმოს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g