LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

8 ივლისს მირზა სუბელიანი საპატიმროს დატოვებს

238
a8dfa42516b834adba7ebeed850fc21e_XL

პროკურატურის ყოფილი მაღალჩინოსანი მირზა სუბელიანი პენიტენციურ დაწესებულებას 8 ივლისს დატოვებს.

სამართალდამცავებმა 2018 წლის ივნისში დააკავეს მიხეილ კალანდიას ბიძა მირზა სუბელიანი, რომელიც იმ დროს მთავარ პროკურატურაში მუშაობდა. მოკლული დავით სარალიძის ოჯახი მიიჩნევს, რომ სწორედ სუბელიანი მფარველობდა კალანდიას აღნიშნულ საქმეზე. მას საგამოძიებო უწყებამ ბრალი დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის წაუყენა, თუმცა, თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, მუხლის კვალიფიკაცია შეიცვალა. სუბელიანი სასამართლომ ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის დაფარვისთვის დამნაშავედ სცნო და 1 წლითა და 1 თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა.

პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის რეკომენდაციებში სუბელიანი სხვა შესაძლო ბრალეულობაზეც არის საუბარი. კერძოდ კი, კომისია მიიჩნევს, რომ სუბელიანმა მისი ჩარევის შედეგად, გამოძიების მიეკრძოებულობა გამოიწვია, ასევე ზემოქმედება მოახდინა გამოსაკითხ პირებზე, გამოძიებას ხელი შეუშალა და ცრუ ჩვენება მისცა.

შეგახსენებთ, შს სამინისტროს ინფორმაციით, მიხეილ კალანდია დავით სარალიძის მკვლელობაში თანამონაწილეობისთვის დღეს დააკავეს.

საგამოძიებო უწყებაში ამბობენ, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ განაჩენის გამოტანის შემდეგ, მოპოვებულ იქნა მტკიცებულებები, რომლებმაც გამოძიებას მ. კ.-ს მხრიდან მკვლელობაში თანამონაწილეობის საფუძვლიანი ეჭვი გაუმყარა.

მიხეილ კალანდიას ბრალი სარალიძის მკვლელობის თანამონაწილეობაში ედება (ვიდეო)

პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ განაჩენის გამოტანის შემდეგ, გამოძიებას მ.კ.-ს მხრიდან მკვლელობაში თანამონაწილეობის საფუძვლიანი ეჭვი გაუმყარა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g