LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

8 მაისიდან, ბათუმის აეროპორტს ახალი ავიამიმართულება ემატება

171
279788673_5224782837546229_3887178294245346675_n

ბათუმის საერთაშორისო აეროპორტს ახალი რეგულარული მიმართულება ემატება. მიმდინარე წლის 8 მაისიდან, ლატვიური ავიაკომპანია Air Baltic რიგა – ბათუმი – რიგის საჰაერო ხაზზე იწყებს ოპერირებას.

ავიაკომპანიის მიერ, სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში წარმოდგენილი განაცხადის შესაბამისად, ფრენები თავდაპირველად, კვირაში 1 სიხშირით, ყოველ კვირას შესრულდება, ხოლო 21 ივნისიდან, დაემატება მეორე სიხშირე და რეგულარული რეისები ყოველ კვირასა და სამშაბათს განხორციელდება. სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ, აღნიშნული მიმართულებით ოპერირების ნებართვა სანავიგაციო სეზონის დაწყებამდე გაიცა.

ახალი გერმანული ავიაკომპანიით, რომელიც უკვე თბილისშია, აშშ-ს მიმართულებითაც იფრენთ

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები