LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

8 მარტს დაბადებული ქართველი ცნობილი სახეები და მათ მიერ მიღებული მილოცვები

629
8marti

8 მარტს საქართველოში არაერთი ცნობილი ადამიანი დაიბადა. დღეს, შეიძლება ითქვას, იუბილარების ნამდვილი ცვენაა და ყველა მათგანი სოციალურ ქსელში არაერთ მილცოვას იღებს.

დავიწყოთ ცნობილი ტელეჟურნალისტით – ინგა გრიგოლიას დღეს 51 წელი შეუსრულდა. მან ის ტელეეთერში საკმაოდ მძიმე თემებზე საუბარში გაატარა. ბოლოს, სანამ სატელევიზიო ესტაფეტას კოლეგას, ვიკა ბუკიას გადაულოცავდა, სწორედ მან შეატყობინა ტელემაყურებელს, რომ ინგა გრიგოლიას დაბადების დღე დადგა. ინგამ აღნიშნა, რომ ამ დღეს ყველაზე ნაკლებად აქვს დაბადების დღის დღეო განწყობა, ვინაიდან რუსეთ-უკრაინის ომის კადრების ხილვისას სულ ტირილი უნდა…

დღეს ასევე იუბილარია ნაციონალური ბალეტის „სუხიშვილების“ მთავარი ქორეოგრაფი, ილიკო სუხიშვილიც, რომელიც ახლახან დაბრუნდა პოლონეთიდან, სადაც უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, ანსამბლის წევრებთან ერთად აღმოჩნდა. „სუხიშვილებს“ გასტროლები უნდა დაეწყოთ უკრაინაში, თუმცა ომის გამო კონცერტები, რასაკვირველია, გადაიდო. ილიკო სუხიშვილი დასთან, ნინოსთან და ანსამბლის წევრებთან ერთად ამჟამად თბილისშია.

დღეს დაბადების დღეს აღნიშნავს ცნობილი ჟურნალისტი ნათია ბანძელაძეც. დედას ამ თარიღს განსაკუთრებულად და ემოციურად ულოცავს მოდელი ნანუკა გოგიჩაიშვილი და წერს:

„ლამაზო, ჭკვიანო, კეთილო მადლობა ყველაფრისთვის!.. საუკეთესო დედა ხარ და საგულდაგულოდ შეგირჩია განგებამაც დაბადების თარიღი, – ყველაზე კეთილი გოგო 8 მარტს უნდა გაჩენილიყო, სამაგალითო ადამიანი ხარ, რა მაგარია, რომ მყავხარ და ამდენი რაღაცის სწავლა – გაზიარება შეგიძლია ჩემთვის!.. ჯანმრთელი იყავი, დე, მიყვარხარ, დაბადების დღეს გილოცავ…“

8 მარტი ცნობილი საოპერო მომღერლის, მსოფლიოში აღიარებული სოპრანოს, ნინო მაჩაიძის დაბადების დღეა. ნინო ასევე უამრავ მილოცვას იღებს სოციალური ქსელების მეშვეობით და უკვე მადლობის გადახდაც მოასწრო ყველასთვის:

„დაბადების დღეს ვულოცავ საკუთარ თავს!.. გაღვიძებისთანავე დაბადების დღის საჩუქრად სიმღერა მივიღე ჩემი ცხოვრების საგანძურებისგან (ელენამ ასევე მიიღო მონაწილეობა თავის ენაზე). შემდეგ კი გავხსენი ტელეფონი, ჩემი ინტერნეტგვერდები, სადაც ასობით თბილი გზავნილი ვიხილე მთელი მსოფლიოდან, დიდი მადლობა, ჩემო ძვირფასებო და გილოცავთ ქალთა საერთაშორისო დღეს. იყავით მუდამ ბედნიერები!..“

8 მარტის იუბილარებს შორისაა მსახიობი და მოცეკვავე, ასევე ტელესახე ლიკა ლაბაძე, რომელიც ამჟამად აშშ-ში ცხოვრობს. ჰყავს მეუღლე და შვილი. ის საქართველოში წლების წინ ძალიან პოპულარული იყო, როდესაც „ცეკვავენ ვარსკვლავები“ და სხვა ტელეგადაცემები მიჰყავდა, კარიერა კი ბალერინობით დაიწყო.

 

მომღერალი მაია დარსმელიძე დღეს აგრეთვე აღნიშნავს დაბადების დღეს. მას განსაკუთრებულად მისმა დიდი ხნის მეგობარმა, მაესტრო ნიკოლოზ რაჭველმა მიულოცა და გამოაქვეყნა მაიასთან ერთად ერთობლივ კონცერტზე გადაღებული ფოტოები…

 

 

magti 5g