LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

8 მარტს იტალიის მუზეუმები ქალბატონებისთვის უფასო იქნება

28

8 მარტს იტალიის მუზეუმები ქალბატონებისთვის უფასო იქნება. კულტურული მემკვიდრეობის სამინისტროს გადაწყვეტილებით, ქალთა საერთაშორისო დღეს სახელმწიფო მუზეუმები, არქეოლოგიური ძეგლები, ეროვნული ნაკრძალები თუ სხვა დაწესებულებები მანდილოსნებისთვის კარს ფართოდ გააღებენ. სიაში მოხვდა რომის, მილანის, ნეაპოლის, ფლორენციისა თუ სხვა ქალაქების ათობით ღირსშესანიშნაობა.

აღსანიშნავია, რომ მუზეუმები სპეციალურად სუსტი სქესის წარმომადგენლებისთვის თემატურ ღონისძიებებსა და ექსკურსიებს მოაწყობენ.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები