შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა ერთ წელიწადში დანამატის სახით თანამშრომლებზე 8 მილიონამდე ლარი გასცა. ამის შესახებ აუდიტის სამსახურის დასკვნაშია აღნიშნული. დასკვნის მიხედვით, დანამატის მიმღები პირებიდან მინისტრმა მღებრიშვილმა 70 თანამშრომელი გამოარჩია, რომელსაც ყოველთვიურად, ყოველგვარი დასაბუთების გარეშე ხელფასზე მეტ დანამატს აძლევდა.
ჯამში ამ 70 თანამშრომლის ფინანსური წახალისება სახელმწიფო ბიუჯეტს ორ ნახევარი მილიონი დაუჯდა. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დასკვნაში ცალკე თავი ეთმობა, ბინის ქირისთვის გამოყოფილ თანხას. ირკვევა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებისთვის ბინის დასაქირავებლად მინისტრის ბრძანებით ერთ წელიწადში ნახევარ მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა. ზოგიერთი თანამშრომლის ბინის ქირა კი, ბიუჯეტს თვეში 3000 ათასი ლარი უჯდებოდა.
დოკუმენტში ასევე საუბარია შსს-ს მაღალჩინოსნებზე, რომელსაც განპიროვნებულიმანქანა ემსახურება. მთავრობის დადგენილებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალურ აპარატში 25 ავტომობილი უნდა ყოფილიყო, თუმცა პირადი ავტომანქანით 600 თანამშრომელი სარგებლობდა.