LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

8 პროფესიული და 9 პარტიული წევრი ცესკოში, ოლქსა და უბანზე – იქნებიან თუ არა ეს ადამიანები პროფესიულები – “ლელო” კოდექსში შესატან ცვლილებებზე

56
ანა ნაცვლიშვილი

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე “საარჩევნო კოდექსში” შესატან ცვლილებებს განიხილავენ.

“8 პროფესიული წევრი და 9 პარტიული წევრი იქნება ცესკო-შიც, ოლქშიც და უბანზეც – ამ კანონპროექტში არაფერი არ არის იმის დასაზღვევად, რომ ეს ადამიანები რეალურად იქნებიან პროფესიულები” – ამის შესახებ „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა ანა ნაცვლიშვილმა განაცხადა.

“საარჩევნო ადმინისტრაცია, ფორმულის დონეზეც კი იცვლება. ფორმულით შეცვლას ერთადერთ შემთხვევაში ექნება რეალური აზრი, თუ პროფესიული წევრები იქნებიან სინამდვილეში პოლიტიკურად ნეიტალური”

ანა ნაცვლიშვილის თქმით, ამ ძალთა ბალანსს მხოლოდ იმ შემთხვევაში ექნება რეალური ეფექტი თუ 8 წევრი რეალურად პროფესიული და პოლიტიკურად ნეიტრალური ადამიანი იქნება.

„საარჩევნო ადმინისტრაცია, ფორმულის დონეზეც კი იცვლება, ეს იყო შარლ მიშელის შეთანხმებაში და ეს ფორმულა ჩვენ შვეცვალეთ, თუმცა აუცილებლად უნდა ვთქვათ, რომ ამ ფორმულით შეცვლას ერთადერთ შემთხვევაში ექნება რეალური აზრი, თუ პროფესიული წევრები იქნებიან სინამდვილეში პოლიტიკურად ნეიტალური, კვალიფიკაციისა და კეთილსინდისიერების ნიშნით შერჩეული ადამიანები. დავაკონკრეტებ, რომ 8 პროფესიული წევრი და 9 პარტიული წევრი იქნება ცესკო-შიც, ოლქშიც და უბანზეც – ამ ძალთა ბალანსს მხოლოდ იმ შემთხვევაში ექნება რეალური ეფექტი და მხოლოდ იმ შემთხვევაში მიაღწევს მიზანს, ნდობის დაბრუნებას თუ 8 წევრი რეალურად იქნება 8 პროფესიული, პოლიტიკურად ნეიტრალური ადამიანი. ამ კანონპროექტში არაფერი არ არის იმის დასაზღვევად, რომ ეს ადამიანები რეალურად იქნებიან პროფესიულები. ამ ქვეყანას სამწუხაროდ, აქვს დიდი „ტრადიცია“, რომ პროფესიული წევრი სინამდვილეში არის პარტ-აქტივი. თუ ეს ასე დარჩება, ვერანაირი ნდობა საარჩევნო ადმინისტრაციას ვერ ექნება. ეს არის კრიტიკული მნიშვნელობის საკითხი იმიტომ, რომ ეს არის ჯაჭვური რეაქციით აწყობილი სისტემა – ცესკო აკომპლექტებს ოლქს, ოლქი აკომპლექტებს უბანს და თუ ცესკოს მიმართ ნდობა არ გაჩნდა, მის მიერ დაკომპლექტებული ოლქი კიდევ უფრო ნაკლები ნდობით ისარგებლებს და უბანი კიდევ უფრო ნაკლებით. ამიტომ კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ საქმე მივიდეს ბოლომდე“, – განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

magti 5g