ავტომობილის მართვას დაუწერელი წესები აქვს, რომელიც ყველა მძღოლმა აუცილებლად უნდა იცოდეს. გარდა ამისა, კარგი იქნება თუ შიგადაშიგ გავეცნობით ინფორმაციებს იმის შესახებ, თუ როგორ უნდა მოვუაროთ ავტომობილს, ან როგორ დავიძვრინოთ თავი სხვადასხვა სიტუაციებიდან.
გთავაზობთ 8 ყველაზე საინტერესო რჩევას რომლებიც როგორც დამწყები მძღოლებისთვის აგრეთვე გამოცდილი მძღოლებისთვისაც საინტერესო იქნება.
რჩევა პირველი
კარგი იქნება თუ საქარე მინასთან ახლოს არ დასხდებით. ავარიის შემთხვევაში, საქარე მინასთან ახლოს ჯდომა, სავალალო შედეგით დამთავრდება. გარდა ამისა, მსგავს მდგომარეობაში ავტომობილის მართვა, არ არის მიზანშეწონილი იმ ელემენტარული მიზეზის გამო, რასაც ხილვადობის ნაკლებობა ქვია.
რჩევა მეორე
ცხვირით პარკირება ბევრად უფრო რთულია, ვიდრე თქვენ წარმოგიდგენიათ. ცხვირით პარკირებისას მანევრირების კუთხე საკმაოდ მცირეა. სწორედ ამიტომ, ეცადეთ ყოველთვის უკუსვლით დავაპარკინგოთ ავტომობილი.
რჩევა მესამე
თუ თქვენი ავტომობილი წინაწამყვანთვლიანი ან 4×4-ზეა, მოხვევისას საჭე ბოლომდე არ აიღოთ. მსგავსი მანევრი ძალიან აფუჭებს ე.წ. ყუმბარებს, რომელიც ადვილი შესაკეთებელი ნამდვილად არ გახლავთ.
რჩევა მეოთხე
თუ თქვენ მექანიკური გადაცემათა კოლოფის მგონე ავტომობილი გყავთ, ნეიტრალური სიჩქარე საერთოდ დავიწყეთ. ნეიტრალური სიჩქარით მოძრაობისას ავტოსაგზაო შემთხვევის ალბათობა მკვეთრად იზრდება და ავტომობილიც ბევრად მეტ საწვავს მოიხმარს. ამასთანავე, დაივიწყეთ დაღმართზე ნეიტრალური სიჩქარით დაშვება, მითუმეტეს თუ სუსტი სამუხრუჭე სისტემა გაქვთ. მაქსიმალურად ეცადეთ, რომ მოძრაობისას გადაცემათა კოლოფი მუდამ სისწრაფის შესაბამის სიჩქარეში იყოს ჩაგდებული.
რჩევა მეხუთე
არ ღირს ავტომობილის ხელის მუხრუჭზე დიდი ხნით დატოვება, ეცადეთ ავტომობილი სიჩქარეში დატოვოთ. სხვა შემთხვევაში ხელის მუხრუჭის ე.წ. ტროსის მალ-მალე შეცვლა გარანტირებული გექნებათ. განსაკუთრებით მოერიდეთ ხელის მუხრუჭის ხმარებას ზამთარში. ხელის მუხრუჭზე დატოვებული ავტომობილი დამუხრუჭებულ მდგომარეობაში ივლის მანამ, სანამ ხელის ტორმუზის ტროსი არ გალღვება.
რჩევა მეექვსე
ყურადღება მიაქციეთ მწოლიარე პოლიციელებს ე.წ. ბუგაროკებს. მასზე აუცილებლად ფრთხილად გადადით. შეანელეთ სისწრაფე მიახლოვებამდე, ხოლო შემდეგ, ჯერ ერთი საბურავით გადადით ბუგაროკზე, შემდეგ მეორით. ასეთი მანევრებით დაიცავთ ავტომობილის სავალ სისტემასა და ამორტიზაციას.
რჩევა მეშვიდე
ყურადღება მიაქციეთ გაგრილების სისტემას. მაქსიმალურად შეამცირეთ მისი გამოყენება, ამით ავტომობილს საშუალებას მისცემთ ნაკლებად მოიხმაროს საწვავი, ეს კი დადებითად აისახება თქვენს საფულეზეც.
რჩევა მერვე
თუ გინდათ, რომ ავტომობილი მოცურებას მოარიდოთ, არ ღირს მუხრუჭის სწრაფად ხმარება. ასეთ შემთხვევებში, მაქსიმალურად ეცადე ნელ-ნელა შეამციროთ სიჩქარე მუხრუჭზე სწრაფ-სწრაფად ტერფის დაჭერით. ამით მოუფრთხილდებით თქვენს ჯანმრთელობასაც და საავარიო სიტუაციებსაც თავიდან აიცილებთ.