არასრულწლოვნების პორნოგრაფიის უკანონოდ დამზადება-გასაღებისა და ტრეფიკინგის საქმეზე დაკავებული მშობლების ადვოკატი აცხადებს, რომ საქმეში მათი ბრალეულობის დამადასტურებელი მტკიცებულებები არ არის.
„არ არსებობს არც ერთი მტკიცებულება, რომ დაკავებული მშობლები შვილებს პორნოგრაფიულ საქმიანობაში იძულებით რთავდნენ,“ – ამის შესახებ დაცვის მხარე აცხადებს.
დაკავებულის მშობლებიც ამბობენ, რომ მათი შვილის, რძალის და შვილიშვილის ამ საქმიანობის შესახებ ინფორმაცია არ ჰქონდათ და არ სჯერათ გავრცელებული ცნობების.
თუმცა, ერთ-ერთი დაკავებული მშობლის მამა ადასტურებს, რომ ამერიკელ მასწავლებელს, რომელიც საქმეში ფიგურირებს, ოჯახთან კონტაქტი ჰქონდა და მიმდინარე წლის განმავლობაში, მათთან სახლშიცაა ნამყოფი.
„ეს არის შეტენილი საქმე, რაღაც მაიმუნობა. ჩემი რძალი და ბიჭია დაკავებული. ვითომ მიჰყავდათო, სურათს უღებდნენო. 8 წლისაა ბავშვი, რა სურათი უნდა გადაეღოთ. ამერიკელი მასწავლებელი ოჯახშიც ყოფილა მოსული. კულტურული ბიჭია, არ არის ისეთი,“ – ამბობს დაკავებულის მამა “საზოგადოებრივ მაუწყებელთან”.
დაკავებულის დედაც გამორიცხავს მისი შვილის ბრალეულობას.
დაკავებულებიდან 8 პირი გორის რაიონის სამი სხვადასხვა სოფლიდან არიან.
თბილისში არასრულწლოვნების პორნოგრაფიას იღებდნენ – დაკავებულია 11 პირი, მათ შორის ბავშვების მშობლები [ვიდეო]
ასევე ცნობილია, რომ საქმის ერთ-ერთი მთავარი ფიგურანტი ავსტრალიის მოქალაქე პოლ ლოხმანია, რომელიც ბოლო ერთი წლის განმავლობაში საქართველოში, კერძოდ თბილისში, პოლიტოვსკაიას ქუჩაზე ცხოვრობდა. სწორედ მისი სასამართლო პროცესი იმართება დღეს.
ბინები ვაჟა ფშაველას გამზირსა და პოლიტკოვსკაიას ქუჩებზე მდებარეობს.
არსებული ინფორმაციით, არასრულწლოვანთა პორნოგრაფიის საქმეზე დაკავებულები გადაღებებისთვის ვაჟა-ფშაველაზე და პოლიტკოვსკაიას ქუჩებზე მდებარე ბინებს იყენებდნენ
პორნოგრაფიის საქმეზე 11 პირის დაკავების შესახებ გუშინ შსს-ს ბრიფინგიდან გახდა ცნობილი. დაკავებულთაგან ერთი აშშ-ის მოქალაქეა, ერთი — ავსტრალიის, 9 მათგანი კი – საქართველოს მოქალაქე. მათ 17-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრებათ.
არსებული ინფორმაციით, არასრულწლოვანთა პორნოგრაფიის საქმეზე დაკავებულები გადაღებებისთვის ვაჟა-ფშაველაზე და პოლიტკოვსკაიას ქუჩებზე მდებარე ბინებს იყენებდნენ
ბავშვთა პორნოგრაფიის საქმეზე სულ 11 პირი დააკავეს, თუმცა შინაგან საქმეთა სამინისტო არ გამორიცხავს, რომ ბავშვთა საქმეზე სისხლის სამართლებრივი დევნა სხვა პირების მიმართაც დაიწყოს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულ აშშ-ის და ავსტრალიის მოქალაქეებს, თბილისში, ნაქირავებ ბინებში კონსპირაციულად მოწყობილი ჰქონდათ ფოტოსალონები და უცხოეთში რეალიზაციის მიზნით არასრულწლოვნების გამოსახულების შემცველ პორნოგრაფიულ ნაწარმოებს ამზადებდნენ, რაშიც მათ ქართველი თანამზრახველები ეხმარებოდნენ. ბრალდებულებს დანაშაულებრივ საქმიანობაში, მშობლების თანხმობით, ჩაბმული ჰყავდათ 8-დან 14 წლამდე ასაკის 10-მდე არასრულწლოვანი გოგონა. დანაშაულებრივი ჯგუფის ორგანიზატორები მოზარდების მშობლებს ფოტოების გადაღების სანაცვლოდ 500-დან 3000 ლარამდე თანხას უხდიდნენ. ანგარიშსწორება ხორციელდებოდა ხელზე ან საბანკო ტრანზაქციის გზით. გამოძიებით, ასევე, დადგინდა, რომ აშშ-ს მოქალაქე კ.უ. დანაშაულებრივი გზით მოპოვებული თანხის განაღდებას თბილისში არსებულ სხვადასხვა სავაჭრო ცენტრში განთავსებული კრიპტომატებიდან ახდენდა.
პოლიციამ, მოსამართლის განჩინების საფუძველზე უკანონო ფოტოსალონებში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოიღო: ძვირადღირებული ფოტოაპარატები, განათების საშუალებები, რეკვიზიტები და კომპიუტერული ტექნიკა. გარდა აღნიშნულისა, ასევე, ამოღებულია კომპიუტერულ ტექნიკაში, დისკებსა და ფოტოაპარატებში მოთავსებულ მეხსიერების ბარათებზე არსებული არასრულწლოვანთა პორნოგრაფიული ფოტო და ვიდეომასალები.
გამოძიება გრძელდება საქართველოს სსკ-ის 255-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 143 პრიმა-2 მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, რაც წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის გამოსახულების შემცველი პორნოგრაფიული ნაწარმოების დამზადება-გასაღებას, ასევე, ორგანიზებული ჯგუფის მიერ ორი ან მეტი არასრულწლოვნის მიმართ განხორციელებულ ტრეფიკინგს გულისხმობს.