LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„8000 მოსავალი“ ბერლინში გაიხსნა: „თქვენ ხდებით ჩვენი ქვეყნის ელჩები გერმანიაში“

246
8000

ღვინის მაღაზია „8000 მოსავალი“ გერმანულ ბაზარზე შედის. კომპანიამ პირველი ფილიალი ბერლინში გახსნა.

როგორც ცნობილია, ამ ეტაპზე მაღაზიაში 300 სახეობის ღვინოა წარმოდგენილი, თუმცა ღვინის არჩევანი კიდევ უფრო მრავალფეროვანი ახლო მომავალში გახდება.

სიახლეს სოციალურ ქსელში სოსო გალუმაშვილი ეხმაურება:

„მოვიცალე და ვინც არ იცოდით, მსურს სიამაყით გაუწყოთ დიდებული ამბავი!

მიხარია და გიზიარებთ! 8000 მოსავალი / 8000 Vintages არ არის პირველი ღვინის მაღაზია, ან ღვინის კაფე-რესტორანი საქართველოში, მაგრამ ისევე როგორც მე-20 საუკუნის დასაწყისში ღვინის დუქნებმა ღვინის დალევის კულტურა შეცვალეს, ასეთივე გარდამტეხი და მეტი ინოვაცია შემოიტანა 21-ე საუკუნეში განსხვავებული ბიზნესმოდელითა და ღირებული შეთავაზებით “8000-მა მოსავალმა”.
ამ ბრენდისა და ჩემი მრავალწლიანი, უწყვეტი და მუდმივად პოზიტიური შთაბეჭდილებებით სავსე ურთიერთობა, ბუნებრივად ითხოვდა რაღაც ახალ საფეხურს, რაღაც რევოლუციურ ცვლილებას: გერმანიის ბაზარზე შესვლა ამბიციური და კარგად გააზრებული ნაბიჯია, უზარმაზარი ნაბიჯი. ქართული ღვინისთვის და მისი პოპულარიზაციისთვის.

არც იმას დავმალავ, რომ ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ ვიცოდი ეს ამბავი და ჩუმად, თუმცა, გულმხურვალედ ვგულშემატკივრობდი მენეჯმენტს.

მადლობა ასეთი თავდადებისთვის.

ამ ნახტომით, არამარტო მეღვინეების, არამედ თითოეული ქართველის საქმეს აკეთებთ! თქვენ ხდებით ჩვენი ქვეყნის ელჩები გერმანიაში.

დაე, ევროპის შუაგულში უფრო მეტმა ადამიანმა გაიგოს ღვინის სამშობლოსა და ღვინის წარმოების უწყვეტი 8000 წლოვანი (8000 მოსავალის) ისტორიის, მისი აწმყოსა და მომავლის შესახებ.

ბერლინში რომ მოხვდებით, აუცილებლად ესტუმრეთ (Großbeerenstraße 27A, 10963 Berlin +49 176 89543170)“.

ფოტოები: დავით ჭალიძე www.chalophotography.com

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები