Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 23 553 კვლევა ტესტით, მათ შორის 21 030 კვლევა ანტიგენის ტესტით და 2 523 PCR ტესტით.
ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 817 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 1 644 112-ს.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 22 მარტის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 3.47%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 6.64% ხოლო 7 დღის მანძილზე – 4.45%.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 3 017 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 1 604 595-მდე.
ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 3 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.
პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 16 681 პირი ემსხვერპლა.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 817 ახალი შემთხვევიდან:
თბილისში გამოვლენილია 374 შემთხვევა,
აჭარა – 39,
იმერეთი – 105,
ქვემო ქართლი – 33,
შიდა ქართლი – 44,
გურია – 54,
სამეგრელო – ზემო სვანეთი – 81,
კახეთი – 53,
მცხეთა-მთიანეთი – 22,
სამცხე-ჯავახეთი – 2,
რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 10.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 22 810 საიდანაც, 738 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 387, აჭარაში – 53, იმერეთში – 152. ამ ეტაპზე რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობს 205 პირი, მათ შორის, თბილისში – 118, აჭარაში – 27, იმერეთში – 33. 22 072 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.