LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

82 წლის კონსულტანტმა უცნობი ადამიანისგან 100 ათასი დოლარი მიიღო და პენსიაზე გასვლა შეძლო

129
c08ab9c6f95ca92c101e479d17529209

მერილენდის შტატის მკვიდრმა, რორი მაკარტნიმ უცნობი ადამიანის ცხოვრების შეცვლა შეძლო, როცა პენსიაზე გასასვლელად მისთვის ფული შეაგროვა. ემოციური ისტორია Fox 5-მა გაავრცელა.

2022 წლის დეკემბერში მაკარტნი სოციალურ ქსელში ვიდეოს გადააწყდა. ერთ-ერთმა მომხმარებელმა Walmart-ის ასაკოვანი კონსულტანტის ცხოვრება შეცვალა. მის შესახებ ქსელში გაავრცელა ვიდეო და საკმაოდ სოლიდური თანხაც მოუგროვა, რამაც ქალს სამსახურის დატოვების საშუალება მისცა.

სხვისი სიკეთით შთაგონებულმა მაკარტნიმ, გადაწყვიტა Walmart-ის კიდევ ერთ თანამშრომელს დახმარებოდა. მან 82 წლის მოლარეზე ვიდეო გადაიღო და მოხუცს 108 ათასი დოლარი მოუგროვა.

ამ თანხამ კაცს საშუალება მისცა პენსიაზე გასულიყო და დიდი ხნის უნახავი შვილებიც მოენახულებინა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები