LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

83 ხმით 6-ის წინააღმდეგ – პარლამენტმა საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ კანონში შესატანი ცვლილებები მიიღო

79
BeFunky-collage (23)

პარლამენტმა 83 ხმით, 6-ის წინააღმდეგ, მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ ორგანულ კანონში შესატან ცვლილებას. კანონპროექტი კონსტიტუციური ორგანოების უფლებამოსილებებს შორის დავის საკითხს ეხება.

თავდაპირველად კანონპროექტის დაჩქარებული წესით მიღება იგეგმებოდა, მოგვიანებით მისი განხილვა, ორი კვირით გადაიდო და პარლამენტმა მას 14 აპრილს მესამე მოსმენით უყარა კენჭი.

ცვლილების თანახმად, საკონსტიტუციო სასამართლოში კონსტიტუციური სარჩელის შეტანის უფლება აქვს საქართველოს პრეზიდენტს, საქართველოს პარლამენტს, საქართველოს მთავრობას, იუსტიციის უმაღლეს საბჭოს, გენერალურ პროკურორს, ეროვნული ბანკის საბჭოს, გენერალურ აუდიტორს, სახალხო დამცველს, ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს წარმომადგენლობით ან აღმასრულებელ ორგანოს, თუ ის მიიჩნევს, რომ რომელიმე მათგანის სამართლებრივი აქტით, მოქმედებით ან უმოქმედობით სრულად ან ნაწილობრივ ხელყოფილ იქნა მისი კონსტიტუციური უფლებამოსილება.

საკანონმდებლო ცვლილების ავტორები იყვნენ პარტია „ქართული ოცნების“ დეპუტატები ანრი ოხანაშვილი, დავით მათიკაშვილი და რატი იონათამიშვილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g