LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

83 პენსიონერმა ახალგაზრდა ქმარი სახლიდან გაუშვა და მის ნაცვლად კატა მოიყვანა

134
Screenshot 2023-07-21 133009

ბრიტანელი პენსიონერი, რომლის პირადი ცხოვრების დეტალებიც საზოგადოებისთვის კარგად იყო ნაცნობი, თავის ეგვიპტელ მეუღლეს დაშორდა.

ირის ჯონსმა, 37 წლის მუჰამედ იბრაჰიმი Facebook-ით 2019 წლის ზაფხულში გაიცნო. წყვილი რამდენიმე თვიანი აქტიური მიმოწერის შემდეგ, 2020 წლის ნოემბერში დაქორწინდა.

პოპულარულები კი ისინი მას შემდეგ გახდნენ, რაც ერთ-ერთ შოუს ესტუმრნენ და ინტიმური ცხოვრების დეტალებზე ღიად ისაუბრეს.

2 წლიანი თანაცხოვრების შემდეგ ირისმა და მუჰამედმა დაშორება გადაწყვიტეს.

ბრიტანელმა ბებომ დეტალების შესახებ Daily mail-თან ისაუბრა.
„მე მუჰამედის ყველაფერი მომწონდა. თუმცა, დროთა განმავლობაში ურთიერთობა აგვერია. თავიდან არაჩვეულებრივი სექსუალური ცხოვრება გვქონდა, თუმცა შემდეგ სიყვარულით დაკავების ნაცვლად ყველაფერზე ვკამათობდით და ვჩხუბობდით. ასე ცხოვრება კი მე არ შემიძლია, გამოუცდელი თინეიჯერი ხომ არ ვარ. უკვე 83 წელი შემისრულდა.“

მუჰამედთან დაშორების შემდეგ ირისმა სახლში კატა მიიყვანა. „მისტერ ტიბსი სახლში მუჰამედის წასვლიდან რამდენიმე დღეში მოვიყვანე და ის არაჩვეულებრივი კომპანიონია. არასდროს წუწუნებს, ძალიან წყნარია და მისი ყურება მსიამოვნებს – მე ის ძალიან შემიყვარდა.“

ჯონსმა აღნიშნა, რომ ყოფილი ქმარი საერთოდ არ ენატრება და სიმშვიდით ტკბება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები