LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„83 წლის ადამიანს რომ ასე მოექცევი, არ არის ყველაზე საამაყო, რაც შეიძლება გააკეთო, სხვა ყველაფერი მეორეხარისხოვანია“ – სახალხო დამცველი

787
Untitled design (1)

სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი ტელეკომპანია „მთავარი არხის“ ეთერში, მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტთან დაკავშირებით გასულ სიუჟეტს ეხმიანება.

„83 წლის ადამიანს რომ ასე მოექცევი, არ არის ყველაზე საამაყო, რაც შეიძლება გააკეთო, სხვა ყველაფერი მეორეხარისხოვანია“, – წერს ლევან იოსელიანი სოციალურ ქსელში.

 

83 წლის ადამიანს, რომ ასე მოექცევი არ არის ყველაზე საამაყო რაც შეიძლება გააკეთო, სხვა ყველაფერი მეორეხარისხოვანია

Posted by Levan Ioseliani on კვირა, 11 ივნისი, 2023

 

 

იოსელიანი ბექა ყორშიას სიუჟეტსა და როინ მეტრეველზე დაწერილ სტატუსზე

“რასაც ფიქრობდი, ის დავწერე” | იოსელიანი ბექა ყორშიას სიუჟეტსა და როინ მეტრეველზე დაწერილ სტატუსზე

Posted by მთავარი არხი • Mtavari Arkhi on ორშაბათი, 12 ივნისი, 2023

 

 

 

ცნობისათვის, სიუჟეტის ავტორი, სატელეფონო საუბარში მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტს, როინ მეტრეველს გაეცნო რო­გორც პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის აპა­რა­ტის მრჩევე­ლი, ვინ­მე აკა მა­მა­ცაშ­ვი­ლი.

სიუჟეტში ბექა ყორშია მას სთხოვს, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს აკადემიკოსის სტატუსი მიანიჭონ, რა­ზედაც როინ მეტრეველს უარი არ უთ­ქვამს.

 

 

როგორ გახდა ირაკლი ღარიბაშვილი აკადემიკოსი… | ბექა ყორშიას სიუჟეტი

როგორ გახდა ირაკლი ღარიბაშვილი აკადემიკოსი… | ბექა ყორშიას სიუჟეტი

Posted by მთავარი არხი • Mtavari Arkhi on კვირა, 11 ივნისი, 2023

 

 

„ჩათვალეთ, რომ ეს მოხერხდება ბატონი ირაკლისთვის და მინდა, რომ საერთოდ იცოდეთ თქვენ, რომ აკადემია მას მხარს სრულფასოვნად უჭერს, ყველაფერზე მზად ვართ. მაგრამ მაგისი არგახმაურება ცოტა ძნელია..

ერთი რამე იცოდეთ, რომ ბატონი ირაკლის მხარდაჭერა იქნება 100%-იანი. ერთი იცით რისი მეშინია, რომ დათვური სამსახური არ გავუწიო, თორემ მე პრობლემა არ მაქვს, ჩათვალეთ, აკადემია არის თქვენთან“.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები