LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„84-მა დეპუტატმა ხმა მისცა ამ კანონს, როგორ აარჩიეს? ზოგმა უფრო მეტად მისცა ხმა და ზოგმა ნაკლებად?“ – ეკა სეფაშვილი აშშ-ს მხრიდან დაწესებულ სანქციებზე

181
ეკა სეფაშვილი

„მე არავითარი ტიპის შეტყობინება არ მიმიღია. ცოტა უცნაური, გაუმჭვირვალე სანქციებია დაწესებული აშშ-ს მხრიდან. როდესაც 4 მოსამართლე დაასანქცირეს მაშინ არ მოერიდნენ გვარების და სახელების დასახელებას და ახლა რატომ ერიდებიან ჩემთვის ცოტა გაუგებარია,“ – განაცხადა რადიო „ფორტუნას“ პირდაპირ ეთერში „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ეკა სეფაშვილმა.

გადაცემაში „დღის თემა“ დეპუტატმა ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან დაწესებულ სანქციებზე ისაუბრა და თქვა, რომ სანქციები დეზინფორმაციის შედეგად არის მიღებული.

„84-მა დეპუტატმა ხმა მისცა ამ კანონს. როგორ აარჩიეს? ზოგმა უფრო მეტად მისცა ხმა და ზოგმა ნაკლებად? ამიტომ ვამბობ, რომ ძალიან უცნაური დასანქცირებაა და უცნაური ნაბიჯია აშშ-ს მოქმედი ადმინისტრაციის მხრიდან. თუ გავიხსენებთ იმ ფაქტს, რომ რამდენიმე დღის წინ სახელმწიფო მდივანმა, ბლინკენმა გამოაცხადა ორმხრივი უთიერთობების სრული გადახედვა, გადახედვის დაწყება ასეთი ნაბიჯით უცნაურად მეჩვენება. ჩვენ ყველამ ვიცით, რომ აშშ-ს ყოფილმა ელჩმა, კელი დეგნანმა მნიშვნელოვანი როლი შეასრულა საქართველო-აშშ-ს ურთიერთობებში, რამაც გარკვეული დაღი დაასვა ჩვენს ურთიერთობებს. მე დარწმუნებუბლი ვარ, რომ ასეთი ტიპის სანქციები, რომელიც დეზინფორმაციის შედეგად არის მიღებული, ძალიან მალე გაბათილდება და ქვეყნების განვითარებაზე და ორმხრივი ურთიერთობების გადახედვაზე ეს ნეგატიურ შედეგს ვერ იქონიებს,“ – განაცხადა ეკა სეფაშვილმა რადიო „ფორტუნას“ პირდაპირ ეთერში.

შეგახსენებთ, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა საქართველოში რამდენიმე ათეულ ადამიანს სავიზო შეზღუდვა დაუწესა. ამის შესახებ დეპარტამენტის პრესსპიკერმა მეთიუ მილერმა განაცხადა. მილერის თქმით, საუბარია დაახლოებით 20-30 ადამიანზე, რომელთა შორის არიან “ქართული ოცნების” წევრები, პარლამენტარები, სამართალდამცავი უწყებების წარმომადგენლები და კერძო მოქალაქეები. მისივე განცხადებით შეზღუდვები უწესდებათ მათ, ვინც საქართველოში ჩართული არიან დეზინფორმაციის გავრცელებაში, დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაში, ძალადობაში მშვიდობიანი მომიტინგეების მიმართ და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების დაშინების კამპანიაში. სავიზო სანქციები უწესდებათ სიაში მოხვედრილების ოჯახის წევრებსაც. მილერის თქმით, კანონმდებლობის შესაბამისად, აშშ საჯაროდ არ დაასახელებს მათ ვინაობას, ვისაც ეს შეზღუდვები შეეხება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g