გაერო-ს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურ მდივნად, 85 ხმით 26-ის წინააღმდეგ, ზურაბ პოლოლიკაშვილი უკვე მეორე ვადით დაამტკიცეს. პოლოლიკაშვილი აღნიშნულ თანამდებობას ოთხი წლის ვადით დაიკავებს.
მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას პოლოლიკაშვილმა მთავარი აქცენტი გააკეთა იმაზე, თუ როგორ უნდა აღდგეს პანდემიის გამო ყველაზე მეტად დაზარალებული ტურიზმის სფერო სწრაფად.
მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურ მდივნად ხელახლა დამტკიცების შემდეგ, ზურაბ პოლოლიკაშვილმა მთავარ პრიორიტეტებად სოფლის მეურნეობის ტურიზმი და რეგიონული განვითარება დაასახელა.
ესპანეთის დედაქალაქი მადრიდი მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის ასამბლეას მასპინძლობს. კორონავირუსის გამო, ასამბლეა სამწლიანი პაუზის შემდეგ პირველად შეიკრიბა.