86 წლის ლეგენდარულ მსახიობს, სოფი ლორენს ფლორენციის საპატიო მოქალაქის წოდება მიენიჭა. ღონისძიებაზე იტალიური კინოს ლეგენდა თეთრი ფერის პიჯაკსა და შარვალში გამოწყობილი გამოჩნდა. მას საპატიო მოქალაქის გასაღები საჯაროდ ფლორენციის მერმა გადასცა და მისთვის პერსონალურად ლეგენდარული კომპოზიცია O sole mio ვიოლინოზე შეასრულა.
ფლორენციის მერმა დარიო ნარდელამ სოფი ლორენთან ერთად რესტორნის გახსნის ცერემონიაშიც მიიღო მონაწილეობა. რესტორანს სოფი ლორენის სახელი მიენიჭა.
Le chiavi della città di #Firenze a #SophiaLoren. Donna meravigliosa, icona del cinema e della bellezza italiana nel mondo. pic.twitter.com/jFM6BoOB2d
— Dario Nardella (@DarioNardella) June 5, 2021