LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

88 წლის სოფი ლორენმა მილანში საკუთარი რესტორანი გახსნა – ვარსკვლავის იშვიათი გამოჩენა

848
page

ლეგენდარულმა მსახიობმა, სოფი ლორენმა იტალიაში, კერძოდ მილანში საკუთარი რესტორანი გახსნა. 88 წლის ვარსკვლავი შეუდარებლად გამოიყურებოდა და ფოტო ობიექტივის წინაშე თამამად პოზირებდა.

მან თეთრი კოსტიუმი მოირგო, რომელსაც ბრილიანტის ყელსაბამი და ვარდისფერი სათვალე შეუხამა. მის „ლუქს“ შავი ფეხსაცმელი ასრულებდა.

აღსანიშნავია, რომ მსახიობი საზოგადოების წინაშე ხშირად არ ჩნდება. თავის ბოლო ინტერვიუში სოფიმ სილამაზის სტანდარტებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ მისი, როგორც სრულფასოვანი ქალის ჩამოყალიბებაში, კარლო პონტიმ უდიდესი როლი ითამაშა.

ცნობისთვის, პონტი იტალიელი კინოპროდიუსერი და სოფი ლორენის ქმარია. წყვილი 1966 წელს დაქორწინდა. მათ ორი შვილი ჰყავთ. პროდიუსერი 2007 წელს გარდაიცვალა.

„არასოდეს ვყოფილვარ ლამაზი, მაგრამ დღეს, როცა სარკეში ვიყურები, ჩემი თავი მომწონს“ – 87 წლის სოფი ლორენი

ფოტო: ჰაეროვანი კოცნა და მბზინავი კაბა – 87 წლის სოფი ლორენი შეუდარებლად გამოიყურება

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები