LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

89 მომხრე, 4 წინააღმდეგი – ნონა მამულაშვილს საპარლამენტო უფლებამოსილება შეუწყდა

113
ნინა მამ

ნონა მამულაშვილს საპარლამენტო უფლებამოსილება შეუწყდა.

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ნონა მამულაშვილისთვის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხს 89 დეპუტატმა დაუჭირა მხარი, ოთხი კი წინააღმდეგი იყო.

ნონა მამულაშვილმა პარტია „ნაციონალური მოძრაობისა“ და პარლამენტის დატოვების შესახებ განცხადება 3 ნოემბერს გააკეთა.

მამულაშვილი პარლამენტიდან და ასევე პარტიიდან საკუთარი გადაწყვეტილებით წავიდა.

მამულაშვილი პარლამენტიდან და ასევე პარტიიდან საკუთარი გადაწყვეტილებით წავიდა.

როგორც მამულაშვილმა განმარტა, მეათე მოწვევის პარლამენტი ყველაზე სამარცხვინო პარლამენტია დამოუკიდებლობის ისტორიაში. რაც შეეხება “ნაციონალურ მოძრაობას”, მისი შეფასებით, პარტია დიდი ხანია დაიცალა პოლიტიკისგან, ხოლო სისტემური პრობლემები სიახლის და გაჯანსაღების შესაძლებლობას არ იძლევა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g