9 აპრილის ტრაგედიიდან დღეს 36 წელი შესრულდა.
ქვეყნისთვის ტრაგიკულ დღეს სოციალურ ქსელში არაერთი ცნობილი ადამიანი გამოეხმაურა – მათ შორისაა მომღერალი, რატი დურგლიშვილი.
მომღერალი სოციალურ ქსელში არქივში დაცულ კადრებს ავრცელებს და წერს, რომ 9 აპრილი მის ცხოვრებაში უდიდესი ტრაგიზმით სავსე, ყველაზე ძვირფასი დღეა:
9 აპრილის ტრაგედიიდან 36 წელი გავიდა
დარბევის შედეგად 21 ადამიანი დაიღუპა.
„9 აპრილი ჩემს ცხოვრებაში უდიდესი ტრაგიზმით სავსე ყველაზე ძვირფასი დღეა. დღემდე არ მავიწყდება ის ადამიანები, ვინც თავისუფლებისთვის და მშვიდობისთვის იბრძოდა. ეს დღე ცრემლის გარეშე არ ჩაივლის.
ნათელი 9 აპრილს დაღუპულ ჩემ თანამემამულეთა სულებს, დიდება მათ, ვინც სამშობლოს თავისი ლამაზი სიცოცხლე აჩუქა, გავუძელით და საქართველო დღესაც ამაყად დგას მათი თავგანწირვით. დიდება მათ ხსოვნას“, – წერს რატი დურგლიშვილი.
9 აპრილი ჩემს ცხოვრებაში უდიდესი ტრაგიზმით სავსე ყველაზე ძვირფასი დღეა. დღემდე არ მავიწყდება ის ადამიანები, ვინც…
Posted by Rati Durglishvili on ოთხშაბათი, 09 აპრილი, 2025
ცნობისთვის, 1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიიდან 36 წელი გავიდა. 1989 წლის 9 აპრილს, გამთენიისას, საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების ნაწილებმა თბილისის ცენტრში, პარლამენტის შენობასთან მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბიეს, რასაც მსხვერპლი მოჰყვა.
დარბევის შედეგად 21 ადამიანი დაიღუპა. პარლამენტის წინ შეკრებილი ათასობით მოქალაქე დაუდგენელი შემადგენლობის გაზით მოიწამლა.
36 წლის წინ დაღუპული გმირები არიან: აზა ადამია – 22 წლის; ნათია ბაშალეიშვილი – 16 წლის; ეკა ბეჟანიშვილი – 15 წლის; ნატო გიორგაძე – 23 წლის; თამუნა დოლიძე – 28 წლის; თინა ენუქიძე – 70 წლის; ნინო თოიძე – 22 წლის; ზაირა კიკვიძე – 61 წლის; მანანა ლოლაძე – 34 წლის; თამარ მამულაშვილი – 50 წლის; ვენერა მეტრეველი – 45 წლის; მამუკა ნოზაძე – 21 წლის; ნანა სამარგულიანი – 41 წლის; შალვა ქვასროლიაშვილი – 35 წლის; მარინა ჭყონია-სამარგულიანი – 31 წლის; ელისო ჭიპაშვილი – 25 წლის; თამარ ჭოველიძე – 16 წლის; ნოდარ ჯანგირაშვილი – 40 წლის; მზია ჯინჭარაძე – 43 წლის; მანანა მელქაძე – 26 წლის და გია ქარსელაძე – 25 წლის.
მოგვიანებით, 1991 წლის 9 აპრილს კი უზენაესმა საბჭომ საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადა.