ის, რომ დაძინებამდე 3-4 საათით ადრე ჭამა არ შეიძლება, ყველა გახდომის მსურველმა იცის. ასევე ყველამ იცის, რამდენად რთულია შიმშილი საღამოს 6 საათის შემდეგ და კიდევ უფრო რთული ამ მდგომარეობაში დაძინება. არადა თურმე არსებობს 9 პროდუქტი, რომლის მირთმევაც ძილის წინ საერთოდ არ უქმნის პრობლემას თქვენს ჯანმრთელობას. მეტიც, წონის კლებაშიც კი გეხმარებათ.
ბოსტნეულის ხიზილალა
დაბლენდერებული ბოსტნეულისგან მომზადებული კერძი, სადაც ბოსტნეული გემოვნების მიხედვით შეგიძლიათ შეარჩიოთ.
სოკო
ეს ძალიან დაბალკალორიული საკვებია, რომელიც შეგიძლიათ ძილის წინ ისე მიირთვათ, რომ წონაზე არ იფიქროთ.
Gadus morhua
ესაა თევზი, რომელიც გავრცელებულია ატლანტისა და წყნარი ოკეანის სარტყელში. ის დიდი რაოდენობით შეიცავს A და D ვიტამინებს. ასევე სწრაფად მონელებადი პროდუქტია.
სიმინდი
სიმინდი მოხარშულ მდგომარეობაში ხელს შეუწყობს ორგანიზმის ქოლესტერინისგან გათავისუფლებას.
კომბოსტო
ერთის მხრივ ის ძალზედ მაწიერია და ასევე დიდი რაოდენობთ შეიცავს В ვიტამინს, ასევე ხელს უწყობს საჭმლის მომნელებელი სისტემის უკეთ მუშაობას.
შავი ზღვის კამბალა
ეს თევზი გავრცელებულია ხმელთაშუა, შავ და აზოვის ზღვებში. ნივთიერება, რომელსაც ეს თევზი შეიცავს, ორგანიზმს შლაკებისგან ათავისუფლებს.
ჭარხალი
ის შეუცვლელი პროდუქტია საჭმლის სწრაფად გადამუშავებისა და ნივთიერებათა ცვლის მოწესრიგებისთვის.
გოგრა
ეს ყველაზე პოპულარული დიეტური კერძია და ამავე დროს საკმაოდ გემრიელიც. განსაკუთრებით გოგრის პიურე.
ბოლოკი
გარდა იმისა, რომ ბოლოკი დიეტური პროდუქტია, ის აძლიერებს იმუნიტეტს და ენერგიის სტიმულაციას ახდენს.









